---
title: "მუხლი 21. ეროვნული ბიბლიოთეკის უფლებამოსილებები — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/21"
law: "დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 2455838"
adopted: "2014-08-01"
consolidated_as_of: "2025-02-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. ეროვნული ბიბლიოთეკის უფლებამოსილებები — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2025-02-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/21

ეროვნული ბიბლიოთეკის უფლებამოსილებებია:
ა) ბეჭდური დოკუმენტების სახელმწიფო რეგისტრაცია (ბიბლიოგრაფიული და სტატისტიკური);
ბ) ბეჭდური დოკუმენტების სახელმწიფო ბიბლიოგრაფიული აღრიცხვის წარმოება;
გ) საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდის  ბეჭდური დოკუმენტებით დაკომპლექტება;
დ) ბეჭდური დოკუმენტების დაცვისა და გამოყენების უზრუნველყოფა ეროვნული სავალდებულო ეგზემპლარების მიღების საფუძველზე;
ე) ელექტრონული დოკუმენტების მიღების, შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ვ) მიღებული ელექტრონული გამოცემის სისრულის კონტროლი;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №659 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/22.md
