---
title: "მუხლი 23. კონტროლის განმახორციელებელი ორგანო — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/23"
law: "დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 2455838"
adopted: "2014-08-01"
consolidated_as_of: "2025-02-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. კონტროლის განმახორციელებელი ორგანო — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2025-02-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/23

1. სავალდებულო ეგზემპლარის დოკუმენტის მიმღებისთვის გადაცემას აკონტროლებს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის წიგნის (ISBN), სერიული (ISSN) და მუსიკალური გამოცემების (ISMN) საერთაშორისო სტანდარტული ნომრის განყოფილება.

2. მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს  ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდის მფლობელი ან დოკუმენტის ადგილობრივი მიმღები დოკუმენტის მწარმოებელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას დარღვევის შესახებ, რომელიც დოკუმენტის მწარმოებელმა უნდა გამოასწოროს შეტყობინებიდან 1 თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტის მწარმოებელს დაეკისრება სავალდებულო ეგზემპლარის გადაუცემლობისათვის ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/24.md
