---
title: "მუხლი 4. სავალდებულო ეგზემპლარის სისტემის შექმნის მიზანი — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/4"
law: "დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 2455838"
adopted: "2014-08-01"
consolidated_as_of: "2025-02-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სავალდებულო ეგზემპლარის სისტემის შექმნის მიზანი — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-02-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/4

სავალდებულო ეგზემპლარის სისტემის შექმნის მიზანია:
ა) საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდის, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის, დაკომპლექტების სრულყოფა;
ბ) ამ კანონით განსაზღვრულ სავალდებულო ეგზემპლარის ეროვნულ, ავტონომიურ და ადგილობრივ მიმღებებში სავალდებულო ეგზემპლარების მუდმივი დაცვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) მისი  მომხმარებელთა  საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული და საბიბლიოთეკო მომსახურების მიზნით გამოყენება;
დ) დოკუმენტების სახელმწიფო რეგისტრაცია (ბიბლიოგრაფიული და სტატისტიკური), სახელმწიფო ბიბლიოგრაფიული აღრიცხვა, სახელმწიფო ბიბლიოგრაფიული და სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება;
ე) მიმდინარე და რეტროსპექტული სახელმწიფო სარეგისტრაციო ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლებისა და სტატისტიკური ცნობარების გამოცემის უზრუნველყოფა;
ვ) სასიგნალო და რეფერატული ინფორმაციის გაერთიანებული კატალოგების მომზადება და გამოცემა მიღებული დოკუმენტების სახეობათა შესაბამისად;
ზ) საზოგადოების ინფორმირება ყველა სახეობის სავალდებულო ეგზემპლარების მიღების შესახებ;
თ) ცენტრალიზებული კატალოგის წარმოება მიღებული დოკუმენტების სახეობათა შესაბამისად;
ი) მიღებული დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათ შორის, საინფორმაციო-ტელესაკომუნიკაციო ქსელების საშუალებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/5.md
