---
title: "მუხლი 5. დოკუმენტების სახეობები, რომლებიც სავალდებულო ეგზემპლარებს განეკუთვნება — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/5"
law: "დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 2455838"
adopted: "2014-08-01"
consolidated_as_of: "2025-02-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. დოკუმენტების სახეობები, რომლებიც სავალდებულო ეგზემპლარებს განეკუთვნება — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-02-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/5

სავალდებულო ეგზემპლარებს განეკუთვნება დოკუმენტების შემდეგი სახეობები:
ა) ბეჭდური დოკუმენტები (ტექსტური – წიგნები, ბროშურები, ჟურნალები, გაზეთები, სანოტო გამოცემები, გეოგრაფიული რუკები, ატლასები და სხვ.; გაგრძელებადი გამოცემები – შრომები, ალმანახები, წელიწდეულები; ფურცლოვანი გამოცემები – აფიშები, ბუკლეტები, პროგრამები და სხვ.; სახვითი გამოცემები – პლაკატები, ესტამპები, რეპროდუქციების კომპლექტები, კალენდრები, ეტიკეტები, საფოსტო ბარათები,  ფილატელიური კატალოგები და სხვ.), რომლებმაც გაიარა სარედაქციო-საგამომცემლო დამუშავება, პოლიგრაფიულად დამოუკიდებლადაა გაფორმებული და ახლავს სარედაქციო გამოსასვლელი ცნობები;
ბ) უსინათლოთათვის და სუსტი მხედველობის მქონეთათვის განკუთვნილი გამოცემები – გამოცემები, დამზადებული რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტით, ბრაილის სისტემის მიხედვით, რელიეფურ-გრაფიკული გამოცემები, ხმოვანი წიგნები, მსხვილშრიფტიანი გამოცემები სუსტი მხედველობის მქონეთათვის, ელექტრონული გამოცემები უსინათლოთათვის (ადაპტირებული გამოცემები ბრაილის დისპლეისა და მეტყველების სინთეზატორის გამოყენებით);
გ) აუდიოვიზუალური ნაწარმოებები – კინო-, ვიდეო-, ფონო-, ფოტოპროდუქცია და მათი კომბინაციები, შექმნილი და რეპროდუცირებული ინფორმაციის ნებისმიერ მატარებელზე;
დ) ელექტრონული გამოცემა – ელექტრონული დოკუმენტი, რომელმაც გაიარა სარედაქციო-საგამომცემლო დამუშავება, ახლავს გამოსასვლელი ცნობა და რომლის ტირაჟირება და გავრცელება ხორციელდება ელექტრონული საშუალებით;
ე) გამოუცემელი დოკუმენტები – დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს სამეცნიერო-კვლევით, საცდელ-საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიურ ნაშრომებს (დისერტაციები, ავტორეფერატები, დეპონირებული სამეცნიერო შრომები);
ვ) კომბინირებული დოკუმენტები – მულტიმედია – დოკუმენტების ერთობლიობა, შესრულებული ინფორმაციის სხვადასხვა მატარებელზე (ბეჭდური, აუდიოვიზუალური, ელექტრონული);
ზ) საფოსტო მარკები.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №659 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/6.md
