---
title: "მუხლი 6. დოკუმენტების სახეობები, რომლებიც სავალდებულო ეგზემპლარებს არ განეკუთვნება — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/6"
law: "დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 2455838"
adopted: "2014-08-01"
consolidated_as_of: "2025-02-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. დოკუმენტების სახეობები, რომლებიც სავალდებულო ეგზემპლარებს არ განეკუთვნება — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-02-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/6

სავალდებულო ეგზემპლარებს არ განეკუთვნება დოკუმენტების შემდეგი სახეობები:
ა) შესავსები ფორმები და ბლანკები, კონვერტები და საფოსტო გზავნილების მასალები, მოსაწვევები, მენიუები, ბილეთები, დოკუმენტების ნაწილები, თამაშები;
ბ) სახელმწიფო და პირადი საიდუმლოებების შემცველი, აგრეთვე საწარმოო დოკუმენტები;
გ) საპატენტო დოკუმენტები – პატენტების აღწერილობები და განაცხადები სამრეწველო საკუთრების შესახებ;
დ) პროგრამები ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანებისათვის და მონაცემთა ბაზები ინფორმაციის მატერიალურ მატარებელზე;
ე) ლარის ბანკნოტები და მონეტები და მათ დამზადებასთან დაკავშირებული ბეჭდური და ელექტრონული დოკუმენტები.
თავი II
დოკუმენტის მწარმოებლის უფლებები და მოვალეობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/7.md
