---
title: "მუხლი 7. სავალდებულო ეგზემპლარის მომზადების, პუბლიკაციისა (გამოშვებისა) და დანაწილების (გადაცემის, მიწოდების) ხარჯები — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/7"
law: "დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 2455838"
adopted: "2014-08-01"
consolidated_as_of: "2025-02-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. სავალდებულო ეგზემპლარის მომზადების, პუბლიკაციისა (გამოშვებისა) და დანაწილების (გადაცემის, მიწოდების) ხარჯები — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-02-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/7

1. დოკუმენტის მწარმოებელი ვალდებულია სავალდებულო ეგზემპლარი უსასყიდლოდ გადასცეს დოკუმენტის მიმღებს. დოკუმენტის მწარმოებელი  სავალდებულო ეგზემპლარის მომზადების, პუბლიკაციისა (გამოშვებისა) და დანაწილების (გადაცემის, მიწოდების) ხარჯებს ასახავს წარმოებული საგამომცემლო პროდუქციის თვითღირებულებაში, რომელსაც სავალდებულო ეგზემპლარი მოიცავს.

2. დეფექტიან სავალდებულო ეგზემპლარს დოკუმენტის მიმღების მოთხოვნით დოკუმენტის მწარმოებელი 1 თვის ვადაში ჩაანაცვლებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/8.md
