---
title: "მუხლი 9. ბეჭდური დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემა — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/9"
law: "დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 2455838"
adopted: "2014-08-01"
consolidated_as_of: "2025-02-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. ბეჭდური დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემა — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-02-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/9

1. დოკუმენტის მწარმოებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) გადასცემს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 2 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს.

2. დოკუმენტის მწარმოებელი პოლიგრაფიული საწარმოს საშუალებით გადასცემს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალურ ბიბლიოთეკებს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 1 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს.

3. დოკუმენტის მწარმოებელი პოლიგრაფიული საწარმოს საშუალებით გადასცემს შესაბამის დოკუმენტის ადგილობრივ მიმღებს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 1 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს ამ კანონის მე-18 მუხლში ჩამოთვლილ სავალდებულო ეგზემპლარების მიმღებთა მიხედვით.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №264 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2455838-dokumentis-savaldebulo-egzemplaris-shesakheb/10.md
