---
title: "მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსით რეგულირებული ურთიერთობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/1"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "1"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსით რეგულირებული ურთიერთობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 1 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/1

ეს კოდექსი აწესრიგებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს საბაჟო ზედამხედველობისას, საბაჟო კონტროლის და საბაჟო პროცედურების განხორციელებისას წარმოშობილ ურთიერთობებში მონაწილე პირებისა და საბაჟო ორგანოების სამართლებრივ მდგომარეობას, პასუხისმგებლობას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისათვის, აგრეთვე საბაჟო ორგანოებისა და მათი უფლებამოსილი პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საბაჟო დავების გადაწყვეტის წესს.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/2.md
