---
title: "მუხლი 100. გარანტიის წარდგენისაგან განთავისუფლება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/100"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "100"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 100. გარანტიის წარდგენისაგან განთავისუფლება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 100 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/100

1. საბაჟო ვალდებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად გარანტიის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ საქონელი გადაადგილდება:
ა) საჰაერო ან საზღვაო ტრანსპორტით;
ბ) მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზებით;
გ) სარკინიგზო ტრანსპორტით.

2. გარანტიის წარდგენისაგან განთავისუფლების სხვა შემთხვევები, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულის გარდა, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/99.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/101.md
