---
title: "მუხლი 103. საბაჟო საწყობის სახეები, საბაჟო საწყობის მფლობელი და მომთავსებელი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/103"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "103"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 103. საბაჟო საწყობის სახეები, საბაჟო საწყობის მფლობელი და მომთავსებელი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 103 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/103

1. საბაჟო საწყობი არის საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად შეიძლება მოთავსდეს საქონელი და რომლის საქმიანობისათვის სავალდებულოა შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა.

2. საბაჟო საწყობი შეიძლება იყოს ღია ან დახურული. საბაჟო საწყობი:
ა) ღიაა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი პირის:
ა.ა) საქონლის შენახვა, რომელიც მოქცეულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში;
ა.ბ) საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც განსაზღვრულია ან არ არის განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაცია;
ა.გ) იმ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით გაჩერება, რომელიც იმყოფება საბაჟო კონტროლის ქვეშ;
ბ) დახურულია, სადაც შესაძლებელია მხოლოდ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის:
ბ.ა) საქონლის შენახვა, რომელიც მოქცეულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში;
ბ.ბ) საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც განსაზღვრულია ან არ არის განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაცია;
ბ.გ) იმ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით გაჩერება, რომელიც იმყოფება საბაჟო კონტროლის ქვეშ.

3. საბაჟო საწყობის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს საწარმო, მუდმივი დაწესებულება ან ინდივიდუალური საწარმო ან/და შემოსავლების სამსახური.

4. მომთავსებელი არის პირი, რომელიც საქონელს ინახავს საბაჟო საწყობში და რომელსაც დაეკისრა შესაბამისი ვალდებულებები, ან რომელსაც გადაეცა შესაბამისი დეკლარირების განმახორციელებელი პირის უფლებები და ვალდებულებები.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/102.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/104.md
