---
title: "მუხლი 109. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა და გადამუშავება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევის გარეშე — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/109"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "109"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 109. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა და გადამუშავება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევის გარეშე — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 109 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/109

1. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანომ შესაძლებელია გასცეს თანხმობა:
ა) საქართველოს საქონლის საბაჟო საწყობში შენახვაზე, გარდა ამ კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული უცხოური საქონლის საბაჟო საწყობში გადამუშავებაზე ამ რეჟიმით განსაზღვრული პირობებისა და იმ სპეციალური ნორმების შესაბამისად, რომლებიც ასეთი შემთხვევებისათვის გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში საქონელი არ ჩაითვლება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეულად.

3. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქონლის აღრიცხვა ამ კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/108.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/110.md
