---
title: "მუხლი 11. წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილად ცნობა ან არარად აღიარება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/11"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "11"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილად ცნობა ან არარად აღიარება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 11 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/11

1. წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი ან არარად აღიარებული:
ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) თუ ეს გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი მიღებულ იქნა არასწორი ან არასრული ინფორმაციის საფუძველზე, რის შესახებაც განმცხადებელმა (მომთხოვნმა) იცოდა ან განმცხადებელს (მომთხოვნს) უნდა სცოდნოდა, და ეს გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი არ იქნებოდა მიღებული სწორი ან სრული ინფორმაციის საფუძველზე;
გ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილად ცნობა ან არარად აღიარება ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და მისი ბათილად ცნობა ან არარად აღიარება იწვევს ამავე კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/12.md
