---
title: "მუხლი 112. საქონლის საბაჟო საწყობიდან დროებითი გატანა ან/და სხვა საბაჟო საწყობში გადატანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/112"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "112"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 112. საქონლის საბაჟო საწყობიდან დროებითი გატანა ან/და სხვა საბაჟო საწყობში გადატანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 112 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/112

1. საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით შესაძლებელია, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი დროებით გატანილ იქნეს საბაჟო საწყობიდან ან/და გადატანილ იქნეს სხვა საბაჟო საწყობში.

2. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობიდან დროებითი გატანის ან/და სხვა საბაჟო საწყობში გადატანის პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/111.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/113.md
