---
title: "მუხლი 113. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის დასრულება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/113"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "113"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 113. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის დასრულება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 113 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/113

1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ვადის გასვლამდე ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით შეირჩევა საქონლის მიმართ განსახორციელებელი საბაჟო დამუშავების ოპერაცია. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ საქონლის განკარგვა ხორციელდება ამ კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად.

2. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადის გაანგარიშებისას არ ჩაითვლება დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი იმყოფებოდა საბაჟო საწყობში.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/112.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/114.md
