---
title: "მუხლი 115. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/115"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "115"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 115. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 115 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/115

1. თუ ამ კოდექსის 116-ე მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამოყენებულ იქნეს საქონლის გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაცია:
ა) უცხოური საქონლის მიმართ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) და არ ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ გადაიხდევინება ექსპორტის გადასახდელები და არ ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები;
ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მიმართ, რომელზედაც გადახდილი იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) უნდა დაექვემდებაროს დაბრუნებას ან ჩათვლას, თუ გადახდილი იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნებული ან ჩათვლილი არ არის და მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტი გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან;
გ) უცხოური საქონლის მიმართ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) და არ ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები და ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები.

2. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/114.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/116.md
