---
title: "მუხლი 118. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/118"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "118"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 118. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 118 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/118

1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობებია:
ა) გადამუშავების პროდუქტში საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა;
ბ) ეკონომიკურად მომგებიანი საშუალებით გადამუშავების პროდუქტების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შეუძლებლობა;
გ) დეკლარანტის მიერ დასაბუთებული მონაცემების წარდგენა:
გ.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციებს;
გ.ბ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის, მისი გადამუშავების პროდუქტის, ნაშთებისა და ნარჩენების აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;
გ.გ) საქონლის გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;
გ.დ) გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმის შესახებ;
გ.ე) გადამუშავების პროდუქტში საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ;
დ) დეკლარანტის მიერ საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანების არქონა;
ე) დეკლარანტის მიერ საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევ საქონელზე იმპორტის გადასახდელების შესაბამისი გარანტიის წარდგენა, რომლის ფარგლებშიც იგი უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა.

2. პირმა, რომელმაც მიიღო საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების უფლება, საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს ანგარიში ამ თავით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების შესრულების შესახებ იმ პერიოდისათვის, როდესაც საქონელი გამოიყენებოდა საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, და უნდა გადაიხადოს საბაჟო დავალიანება, თუ აღნიშნულ პერიოდში წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/117.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/119.md
