---
title: "მუხლი 119. საქონლის გადამუშავების ვადები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/119"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "119"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 119. საქონლის გადამუშავების ვადები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 119 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/119

1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარანტი საქონლის გადამუშავების ვადას განსაზღვრავს საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. იგი არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.

2. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრება გადამუშავების პროცესის ხანგრძლივობისა და იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა გადამუშავების პროდუქტის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანად ან სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის.

3. წინასწარ განსაზღვრული ვადა დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე შესაძლებელია გაგრძელდეს ერთჯერადად, არა უმეტეს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესითა და განსაზღვრულ შემთხვევებში.

4. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად შემოტანისას – ამ საბაჟო რეჟიმში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, საქონლის გადამუშავებასთან დაკავშირებული განსაზღვრული მოქმედებისათვის ან ცალკეული საქონლის გადამუშავებისათვის დაადგინოს კონკრეტული ვადები.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/118.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/120.md
