---
title: "მუხლი 12. წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/12"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "12"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 12 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/12

1. წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ძალადაკარგულად გამოცხადდეს ან მასში შეტანილ იქნეს ცვლილება:
ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) თუ საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად სავალდებულო პირობა არ არის დაცული ან შესრულებული;
გ) თუ საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ პირი, რომლის მიმართაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, არღვევს ან ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.

2. წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/13.md
