---
title: "მუხლი 122. გადამუშავების შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებზე ან/და გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთებზე საბაჟო ვალდებულების წარმოშობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/122"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "122"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 122. გადამუშავების შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებზე ან/და გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთებზე საბაჟო ვალდებულების წარმოშობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 122 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/122

1. საქონლის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების ან/და გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას ისევე, როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ასეთ მდგომარეობაში იმპორტირებული საქონელი.

2. თუ საქონლის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისათვის ან/და გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთებისათვის განისაზღვრა საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახე (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა), ასეთ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა განსაზღვრული საბაჟო ოპერაციის სახის მარეგულირებელი დებულებების შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/121.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/123.md
