---
title: "მუხლი 123. გადაუმუშავებელი საქონლის, გადამუშავების პროდუქტის ან/და მათი მაკომპლექტებელი ნაწილების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/123"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "123"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 123. გადაუმუშავებელი საქონლის, გადამუშავების პროდუქტის ან/და მათი მაკომპლექტებელი ნაწილების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 123 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/123

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას გადაუმუშავებელი საქონელი, გადამუშავების პროდუქტი ან/და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და ამ კოდექსის 119-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნების პირობით გადამუშავებისათვის შეიძლება დროებით გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებით გატანილი გადაუმუშავებელი საქონელი, გადამუშავების პროდუქტი ან/და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები ამ კოდექსის 119-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნდა გადამუშავების პროდუქტის სახით და მოექცა იმავე საბაჟო რეჟიმში, მაშინ მის მიმართ საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა. ამასთანავე, გადამუშავების პროდუქტის დაბრუნებისას დეკლარანტმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისათვის წარდგენილი გარანტიის გაზრდა ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გაანგარიშებული საბაჟო ღირებულების საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადამუშავების პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებით (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წარმოიშობა საბაჟო ვალდებულება ამ კოდექსის 121-ე და 122-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და შესაბამისად გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/122.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/124.md
