---
title: "მუხლი 124. იმპორტის გადასახდელების დაბრუნება ან/და ჩათვლა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/124"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "124"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 124. იმპორტის გადასახდელების დაბრუნება ან/და ჩათვლა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 124 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/124

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობების შესრულების შემთხვევაში დეკლარანტს შეუძლია მოითხოვოს იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნება ან/და ჩათვლა, თუ იგი საბაჟო ორგანოს წარუდგენს სათანადო მტკიცებულებებს, რომ ამ კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტი ან გადაუმუშავებელი საქონელი:
ა) გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, გარდა ამ კოდექსის 123-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც საქონელი დაბრუნებულ იქნა 3 წლის განმავლობაში;
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის პირობით მოქცეულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საქონლის დროებითი შემოტანის ან საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში ან/და საქონელი მიტანილია თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში.

2. გადამუშავების პროდუქტი ან გადაუმუშავებელი საქონელი ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის განიხილება, როგორც უცხოური საქონელი.

3. თუ გადამუშავების პროდუქტი ან გადაუმუშავებელი საქონელი, რომელიც მოქცეულია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ რომელიმე საბაჟო რეჟიმში ან მიტანილია თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში და გაიშვება თავისუფალ მიმოქცევაში, საბაჟო დავალიანება წარმოიშობა იმპორტის გადასახდელების დაბრუნებული ან ჩათვლილი თანხის ოდენობით.
თავი XIX
საქონლის დროებითი შემოტანა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/123.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/125.md
