---
title: "მუხლი 125. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/125"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "125"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 125. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 125 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/125

1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაბრუნების ვალდებულებით შემოტანილი უცხოური საქონელი შემოტანისას იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების პირობითა და არასატარიფო ღონისძიებების გამოყენებით, გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცვლელად იქნეს გამოყენებული, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის ბუნებრივი დანაკარგებით.

1¹. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში შეიძლება მოექცეს ასევე ის უცხოური საქონელი, რომლის მიმართაც განსაზღვრული იყო სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/124.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/126.md
