---
title: "მუხლი 126. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/126"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "126"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 126. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 126 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/126

1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცევის პირობებია:
ა) საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის საიმედო იდენტიფიკაციის უზრუნველყოფის შესაძლებლობა;
ბ) საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ნებისმიერი საქონლის (გარდა იმ საქონლისა, რომლის საქართველოში დროებითი შემოტანა აკრძალულია ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად) მოქცევის შესაძლებლობა;
გ) (ამოღებულია);
დ) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას დეკლარანტის მიერ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევ საქონელზე იმპორტის გადასახდელების შესაბამისი გარანტიის წარდგენა.

2. იმ საქონლის ნუსხა, რომლის საქართველოში დროებითი შემოტანა აკრძალულია, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/125.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/127.md
