---
title: "მუხლი 127. საქონლის დროებითი შემოტანის ვადები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/127"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "127"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 127. საქონლის დროებითი შემოტანის ვადები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 127 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/127

1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემოსავლების სამსახური საქონლის დროებითი შემოტანის კონკრეტულ შემთხვევაში ან/და საქონლის ცალკეული სახეობისათვის ადგენს დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის განსხვავებულ ვადას.

2. საქონლის დროებითი შემოტანის მიზნის გათვალისწინებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ზღვრული ვადების ფარგლებში დეკლარანტი განსაზღვრავს კონკრეტულ ვადას, რომლის განმავლობაშიც დროებით შემოტანილი საქონელი გატანილი უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ან მის მიმართ უნდა განისაზღვროს სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახე.

3. საქონლის დროებითი შემოტანის ვადა აითვლება საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში უცხოური საქონლის მოქცევის დღიდან.

4. საბაჟო ორგანოს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე საქონლის დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა გააგრძელოს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ზღვრული ვადების ფარგლებში.

5. საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გაგრძელებისას წარმოიშობა ხელახალი დეკლარირების მოთხოვნები, რომლებიც წარმოიშობოდა ამ საქონლის თავდაპირველად დროებითი შემოტანისას.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/126.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/128.md
