---
title: "მუხლი 13. საბაჟო ორგანოსაგან ინფორმაციისა და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ წერილობითი განმარტების მოთხოვნის უფლება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/13"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "13"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. საბაჟო ორგანოსაგან ინფორმაციისა და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ წერილობითი განმარტების მოთხოვნის უფლება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 13 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/13

1. ნებისმიერ პირს (განმცხადებელს) შეუძლია საბაჟო ორგანოს მოსთხოვოს ინფორმაცია მხოლოდ თავის მიერ განხორციელებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის შესახებ, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სხვა საჯარო ინფორმაცია.

2. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, დაინტერესებულ პირს გაუგზავნოს წერილობითი განმარტება, რომელიც გამოხატავს საბაჟო ორგანოს პოზიციას პირის მიერ განხორციელებული ან განსახორციელებელი საბაჟო პროცედურებისას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. აღნიშნული განმარტება არის რეკომენდაცია და მას არა აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა ამ განმარტების მიმცემი საბაჟო ორგანოს ფარგლებს გარეთ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/14.md
