---
title: "მუხლი 132. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის ან/და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/132"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "132"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 132. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის ან/და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 132 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/132

1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას ამ რეჟიმში მოქცეული საქონელი ან/და მისი მაკომპლექტებელი ნაწილები საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და ამ კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნების პირობით გადამუშავებისათვის შეიძლება დროებით გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებით გატანილი საქონელი, რომელიც საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული იყო იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრული გათავისუფლებით, ამ კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნდა გადამუშავების პროდუქტის სახით და მოექცა იმავე საბაჟო რეჟიმში, მაშინ მის მიმართ საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა.

3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებით გატანილი საქონელი, რომელიც საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული იყო იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივი გათავისუფლებით, ამ კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნდა გადამუშავების პროდუქტის სახით და მოექცა იმავე საბაჟო რეჟიმში, მაშინ დეკლარანტმა უნდა უზრუნველყოს წარდგენილი გარანტიის გაზრდა ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გაანგარიშებული საბაჟო ღირებულების საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით და ასეთ საბაჟო ღირებულებაზე ამ კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელების თანხის გადახდა.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებით (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წარმოიშობა საბაჟო ვალდებულება ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და შესაბამისად გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით.
თავი XX
საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/131.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/133.md
