---
title: "მუხლი 133. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/133"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "133"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 133. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 133 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/133

1. თუ ამ კოდექსის 123-ე, 131-ე და 143-ე–146-ე მუხლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დროებით გატანილი საქართველოს საქონლის მიმართ გამოყენებულ იქნეს საქონლის გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაცია და გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებით.

2. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქართველოს საქონლის დროებითი გატანისას გადაიხდევინება ექსპორტის გადასახდელები და ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები, ასევე ხორციელდება ის საბაჟო პროცედურები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქართველოს საქონლის ექსპორტისას.

3. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/132.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/134.md
