---
title: "მუხლი 134. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების შეზღუდვის პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/134"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "134"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 134. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების შეზღუდვის პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 134 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/134

1. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს საქონლის მიმართ, თუ:
ა) მისი გატანა გამოიწვევს მასზე გადახდილი საბაჟო გადასახადის დაბრუნებას ან ჩათვლას;
ბ) იგი გატანამდე მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში იყო გაშვებული და ასეთი შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემთხვევისაგან გამონაკლისს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/133.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/135.md
