---
title: "მუხლი 135. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/135"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "135"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 135. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 135 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/135

საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობებია:
ა) გადამუშავების პროდუქტში საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება გადამუშავების პროდუქტის შეცვლა უცხოური საქონლით;
ბ) დეკლარანტის მიერ დასაბუთებული მონაცემების წარდგენა:
ბ.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციებს;
ბ.ბ) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის, მისი გადამუშავების პროდუქტის, ნაშთებისა და ნარჩენების აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;
ბ.გ) საქონლის გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;
ბ.დ) გადამუშავების პროდუქტში საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ;
ბ.ე) საქონლის გადამუშავების ვადების შესახებ;
ბ.ვ) გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმის შესახებ;
ბ.ზ) გადამუშავების პროდუქტის უცხოური საქონლით შეცვლის შესახებ;
გ) დეკლარანტის მიერ საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანების არქონა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/134.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/136.md
