---
title: "მუხლი 136. საქონლის იდენტიფიკაცია გადამუშავების პროდუქტებში — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/136"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "136"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 136. საქონლის იდენტიფიკაცია გადამუშავების პროდუქტებში — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 136 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/136

1. საქონლისა და განხორციელებული გადამუშავების ოპერაციების გათვალისწინებით გადამუშავების პროდუქტებისა და გატანილი საქონლის იდენტიფიკაციისათვის დეკლარანტმა შესაძლებელია გამოიყენოს შემდეგი საშუალებები:
ა) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის მონიშვნა შტამპით, ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით;
ბ) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის დაწვრილებითი აღწერა, მისი ფოტოგადაღება, მასშტაბურად გამოსახვა;
გ) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლისა და მისი გადამუშავების პროდუქტის სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევის ან ანალიზის შედეგების შედარება;
დ) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევ საქონელზე მწარმოებლის მიერ დატანილი სერიული ნომრები ან სხვა მარკირება;
ე) დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმით გატანილ საქონელზე განხორციელებული გადამუშავების ოპერაციები;
ვ) იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, რომლებიც ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.

2. გადამუშავების პროდუქტებში საქონლის იდენტიფიკაციისათვის საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, აირჩიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული და მისთვის მისაღები საშუალებები.

3. დეკლარანტის მოთხოვნითა და საბაჟო ორგანოს თანხმობით, საქონლის იდენტიფიკაცია შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს საქონლის გადამუშავების ოპერაციაში გამოყენებული ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებლების, აგრეთვე გადამუშავების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის შესახებ წარდგენილი დეტალური მონაცემების გამოკვლევით ან საქონლის გადამუშავების ოპერაციაზე საბაჟო კონტროლის განხორციელებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/135.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/137.md
