---
title: "მუხლი 139. იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/139"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "139"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 139. იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 139 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/139

1. ამ კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას შემოტანილი გადამუშავების პროდუქტი დეკლარირებულია თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად:
ა) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მომქცევი დეკლარანტის მიერ;
ბ) ნებისმიერი რეზიდენტის მიერ, თუ მას თანხმობა მისცა საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მომქცევმა დეკლარანტმა, და საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობები შესრულებულია.

2. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას შემოტანილი გადამუშავების პროდუქტი იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად ან ნაწილობრივ არ თავისუფლდება, თუ არ შესრულდა საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმთან დაკავშირებული ყველა პირობა ან ვალდებულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/138.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/140.md
