---
title: "მუხლი 14. საბაჟო პროცედურების განხორციელების ენა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/14"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "14"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. საბაჟო პროცედურების განხორციელების ენა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 14 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/14

1. საბაჟო პროცედურები ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

2. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საბაჟო პროცედურები შეიძლება განხორციელდეს ან/და საბაჟო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტები შეიძლება შედგენილ იქნეს სხვა ენაზედაც.

3. თუ დეკლარანტის მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა, და გაუგებარია საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, მას უფლება აქვს მოითხოვოს ამ დოკუმენტების ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი სახელმწიფო ენაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/15.md
