---
title: "მუხლი 140. გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო ვალდებულების განსაზღვრა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/140"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "140"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 140. გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო ვალდებულების განსაზღვრა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 140 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/140

1. თუ საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავების პროდუქტის ამ კოდექსის 133-ე მუხლით გათვალისწინებული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება (გარდა ამ კოდექსის 141-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), გადასახდელი თანხა განისაზღვრება ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გაანგარიშებული გადამუშავების პროდუქტის საბაჟო ღირებულების საფუძველზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გადასახდელი თანხის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის და მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტის სახეობა და რაოდენობა, აგრეთვე გადამუშავების პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის დღეს მოქმედი იმპორტის გადასახდელების განაკვეთები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/139.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/141.md
