---
title: "მუხლი 141. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის უსასყიდლოდ გადამუშავება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/141"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "141"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 141. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის უსასყიდლოდ გადამუშავება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 141 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/141

1. თუ დეკლარანტი დაადასტურებს, რომ საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავება განხორციელდა უსასყიდლოდ (კონტრაქტის ან საგარანტიო ვალდებულებების საფუძველზე, ასევე საწარმოო დეფექტის გამო), მაშინ გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას იგი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული უნდა იქნეს იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შეღავათი არ ვრცელდება გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, თუ საქონლის საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევამდე საწარმოო დეფექტი გათვალისწინებული იყო მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/140.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/142.md
