---
title: "მუხლი 142. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავება კომპენსაციის გადახდით — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/142"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "142"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 142. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავება კომპენსაციის გადახდით — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 142 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/142

თუ საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავება ხორციელდება შესაბამისი კომპენსაციის გადახდით, გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას იგი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული უნდა იქნეს იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით. ასეთ შემთხვევაში საბაჟო ვალდებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/141.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/143.md
