---
title: "მუხლი 143. სტანდარტული გაცვლის სისტემა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/143"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "143"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 143. სტანდარტული გაცვლის სისტემა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 143 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/143

1. ამ კოდექსის 143-ე–146-ე მუხლების გამოყენებისას სტანდარტული გაცვლის სისტემა საშუალებას იძლევა, საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მისაღები გადამუშავების პროდუქტი შეიცვალოს უცხოური საქონლით (შემდგომში – შემცვლელი პროდუქტი).

2. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენების შესახებ.

3. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადასამუშავებლად გატანამდე მიიღოს გადაწყვეტილება შემცვლელი პროდუქტის შემოტანაზე (შემდგომში – წინასწარ შემოტანა).

4. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მისაღებ გადამუშავების პროდუქტთან დაკავშირებული, ამ თავით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება აგრეთვე შემცვლელ პროდუქტზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/142.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/144.md
