---
title: "მუხლი 144. შემცვლელი პროდუქტის სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/144"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "144"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 144. შემცვლელი პროდუქტის სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 144 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/144

1. შემცვლელ პროდუქტს უნდა ჰქონდეს ისეთივე საქონლის კოდი, ხარისხი და ტექნიკური მაჩვენებლები, როგორიც ექნებოდა საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებულ გადამუშავების პროდუქტს.

2. შემცვლელი პროდუქტის სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი საბაჟო ორგანოს დაუდასტურებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას და იმას, რომ გადასამუშავებელი საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გადის მხოლოდ ამ კოდექსის მე-7 მუხლის 34-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/143.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/145.md
