---
title: "მუხლი 145. შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანისას გარანტიის წარდგენა და საქონლის გატანის ვადები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/145"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "145"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 145. შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანისას გარანტიის წარდგენა და საქონლის გატანის ვადები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 145 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/145

1. შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანიდან (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებიდან) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე დეკლარანტმა უნდა განახორციელოს საგარანტიო უზრუნველყოფა იმპორტის გადასახდელების თანხის იმ ოდენობით, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის (შემცვლელი პროდუქტის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის ვადა, რომელიც აითვლება საბაჟო ორგანოს მიერ შემცვლელი პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან, არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

2. დეკლარანტის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვადა გააგრძელოს 1 თვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/144.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/146.md
