---
title: "მუხლი 146. შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანისას იმპორტის გადასახდელების გაანგარიშება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/146"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "146"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 146. შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანისას იმპორტის გადასახდელების გაანგარიშება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 146 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/146

თუ ამ კოდექსის 141-ე მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანისას საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა:
ა) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან დადგენილ ვადებში გატანისას და გადასახდელი იმპორტის გადასახდელები გაიანგარიშება ამ კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად;
ბ) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის დარღვევისას და გადასახდელი იმპორტის გადასახდელები გაიანგარიშება შემცვლელი პროდუქტის სახეობის, რაოდენობისა და საბაჟო ღირებულების გათვალისწინებით, მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის დებულებათა შესაბამისად.
თავი XXI
საქონლის ექსპორტი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/145.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/147.md
