---
title: "მუხლი 147. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/147"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "147"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 147. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 147 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/147

1. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, თუ გატარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და განსაზღვრულ შემთხვევებში გადაიხდება ექსპორტის გადასახდელები.

2. საქართველოს საქონელი, რომლის გატანა განზრახულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, უნდა მოექცეს საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში, გარდა იმ საქონლისა, რომელიც მოქცეულია საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში.

3. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონელი გატანილი უნდა იქნეს საქონლის ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან 120 კალენდარულ დღეში, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია 5 კალენდარულ დღეში საბაჟო ორგანოს წარუდგინოს შუამდგომლობა საბაჟო დეკლარაციის გაუქმების შესახებ ან შუამდგომლობა საქონლის გასატანად დადგენილი ვადის 10 კალენდარული დღით გაგრძელების თაობაზე. საქონლის გატანისა და საბაჟო პროცედურების შესრულებისათვის პასუხისმგებელია დეკლარანტი.

4. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქონლის ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე.

5. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/146.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/148.md
