---
title: "მუხლი 148. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/148"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "148"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 148. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 148 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/148

1. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმი გამოიყენება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას იყო ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს.

2. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გასვლამდე შეიძლება განისაზღვროს ექსპორტის საბაჟო რეჟიმი, თუ დეკლარანტი საბაჟო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დამადასტურებელ დოკუმენტს.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
თავი XXII
თავისუფალი ზონა და თავისუფალი საწყობი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/147.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/149.md
