---
title: "მუხლი 149. თავისუფალი ზონისა და თავისუფალი საწყობის არსი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/149"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "149"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 149. თავისუფალი ზონისა და თავისუფალი საწყობის არსი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 149 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/149

1. თავისუფალი ზონა საშუალებას იძლევა, მისი ტერიტორია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ კოდექსის 155-ე მუხლით ნებადართული საქმიანობისათვის, სადაც:
ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისათვის და სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარებისათვის უცხოური საქონლის შეტანა არ ითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად და, შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები;
ბ) საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საბაჟო კანონმდებლობის ისეთივე ნორმები, როგორიც გამოიყენება საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში ანალოგიური საქონლის მოქცევისას (მათ შორის, ენიჭება უცხოური საქონლის სტატუსი).

2. თავისუფალი საწყობი, რომლის საქმიანობისთვისაც სავალდებულოა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა, საშუალებას იძლევა, მისი ტერიტორია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ უცხოური საქონლის შენახვისა და თავისუფალ საწყობში რეალიზაციის (მყიდველის მიერ ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრით) ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის (რეექსპორტის) მიზნით, ამ ტერიტორიაზე იმპორტის გადასახდელების გადახდისათვის და სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარებისათვის უცხოური საქონლის შეტანა არ ითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად და, შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/148.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/150.md
