---
title: "მუხლი 15. დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/15"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "15"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 15 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/15

1. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად დეკლარანტმა ან/და ამ კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულმა წარმომადგენელმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო ორგანოში საჭირო დოკუმენტისა და ინფორმაციის წარდგენა და საბაჟო ზედამხედველობის ფუნქციის შესრულებისათვის საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად სათანადო დახმარების გაწევა.

2. საბაჟო კონტროლის ან/და საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/16.md
