---
title: "მუხლი 152. თავისუფალი საწყობის მფლობელის ვალდებულებები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/152"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "152"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 152. თავისუფალი საწყობის მფლობელის ვალდებულებები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 152 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/152

1. თავისუფალი საწყობის მფლობელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქონლის დაცვა და ხელი შეუწყოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, რისთვისაც საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად თავისუფალ საწყობში უსასყიდლოდ უნდა გამოუყოს საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსი, მოწყობილობები და კავშირგაბმულობის საშუალებები;
ბ) გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად თავისუფალი საწყობიდან საქონლის გატანის ან საქონლის დაკარგვის ანდა საქონლის სასაქონლო სახის იმდენად დაკარგვის შემთხვევაში, რომ თავისუფალი საწყობიდან გატანისას საქონელი ვერ იდენტიფიცირდება თავისუფალ საწყობში შეტანისას საქონლისთვის მინიჭებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო კოდით, საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება თავისუფალი საწყობის მფლობელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქონლის განადგურება ან დანაკლისი ანდა სასაქონლო სახის ცვლილება გამოწვეულია ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მიზეზით.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/151.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/153.md
