---
title: "მუხლი 153. საქონლის წარდგენა და დეკლარირება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/153"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "153"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 153. საქონლის წარდგენა და დეკლარირება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 153 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/153

1. თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში შესატან საქონელზე საბაჟო ორგანოს წარედგინება მხოლოდ გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში შესატანი საქონელი ექვემდებარება წარდგენას და საბაჟო პროცედურების განხორციელებას, თუ:
ა) იგი მოქცეული იყო საბაჟო რეჟიმში, რომელიც დასრულდა თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში საქონლის შეტანით. ამასთანავე, საქონლის წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულია საქონლის საბაჟო ორგანოში წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლება;
ბ) იგი მოთავსებულ იქნა თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში იმპორტის გადასახდელების დაბრუნების ან მათი გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე;
გ) მის მიმართ გამოიყენება ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მსგავსი საქონლის მოქცევისას გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს, აცნობონ იმ საქონლის შესახებ, რომელიც ექვემდებარება ექსპორტის გადასახდელების გადახდას ან რომლის მიმართაც საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები.

4. (ამოღებულია).
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/152.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/154.md
