---
title: "მუხლი 155. თავისუფალ ზონასა და თავისუფალ საწყობში ნებადართული საქმიანობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/155"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "155"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 155. თავისუფალ ზონასა და თავისუფალ საწყობში ნებადართული საქმიანობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 155 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/155

1. თავისუფალ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის შეტანა/გამოტანა (მათ შორის, ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრა), შენახვა, გადამუშავება, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თავისუფალ ზონაში აკრძალულია:
ა) იარაღის, საბრძოლო მასალის გადამუშავება/მიწოდება;
ბ) ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების გადამუშავება/მიწოდება;
გ) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, გადამუშავება, შენახვა ან/და მიწოდება;
დ) აქციზური საქონლის შეტანა, შენახვა, გადამუშავება ან/და მიწოდება, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა.

3. თავისუფალ ზონაში დასაშვებია აქციზური საქონლის შეტანა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და გამოყენებისათვის და საქართველოს საქონლის შემთხვევაში ეს არ განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.

4. თავისუფალ საწყობში დამუშავების ოპერაციის რეჟიმში დასაშვებია მხოლოდ უცხოური საქონლის შეტანა, შენახვა ან/და თავისუფალ საწყობში რეალიზაცია (მყიდველის მიერ ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრით) ან/და რეექსპორტი, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლისა.

5. თავისუფალ საწყობში შესანახად მოთავსებული საქონლის მიმართ მისი შენახვის პერიოდში შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებული მოქმედებები.

6. თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში საბაჟო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით შესაძლებელია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესდეს ცალკეული საქმიანობის სახეობაზე აკრძალვები და შეზღუდვები.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/154.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/156.md
