---
title: "მუხლი 159. თავისუფალ ზონასა და თავისუფალ საწყობში აღრიცხვის წარმოება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/159"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "159"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 159. თავისუფალ ზონასა და თავისუფალ საწყობში აღრიცხვის წარმოება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 159 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/159

1. თავისუფალ ზონაში საქონლის დასაწყობებისას საქონლის მომთავსებელი და ზონის მფლობელი, ხოლო თავისუფალ საწყობში საქონლის დასაწყობებისას თავისუფალი საწყობის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს საწყობის აღრიცხვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმით.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული პირის მიერ საწყობში საქონლის შეტანისას იგი დაუყოვნებლივ უნდა აღირიცხოს საწყობის აღრიცხვის დოკუმენტში.

3. საწყობის აღრიცხვის დოკუმენტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს საბაჟო ორგანოსათვის, რომელიც ახორციელებს საქონლის იდენტიფიკაციას და აღრიცხავს საქონლის მოძრაობას.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/158.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/160.md
