---
title: "მუხლი 16. ინფორმაციის კონფიდენციალობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/16"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "16"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ინფორმაციის კონფიდენციალობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 16 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/16

1. პირის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) მიერ საბაჟო ორგანოსთვის ამ კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაცია არის კომერციული საიდუმლოება და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლით დადგენილი წესით;
ბ) უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ ქვეყანასთან საბაჟო სფეროში დადებული უწყებათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოთხოვნის შემთხვევაში, მხოლოდ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთ მგზავრებთან ან/და სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით.

2. ინფორმაცია, რომელიც არის სახელმწიფო, კომერციული, საბანკო ან კანონით დაცული სხვა საიდუმლოება, და კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც არ არის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და რომელმაც შეიძლება შელახოს მისი წარმდგენი პირის უფლებები და კანონით დაცული ინტერესები, არ შეიძლება გამოქვეყნდეს, გამოყენებულ იქნეს საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირის მიერ საკუთარი მიზნებისათვის და გადაეცეს მესამე პირს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/17.md
