---
title: "მუხლი 161. თავისუფალი ზონიდან ან თავისუფალი საწყობიდან საქონლის გატანის პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/161"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "161"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 161. თავისუფალი ზონიდან ან თავისუფალი საწყობიდან საქონლის გატანის პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 161 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/161

1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, თავისუფალი ზონიდან ან თავისუფალი საწყობიდან გასატანი საქონელი შეიძლება:
ა) გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან;
ბ) გადატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე.

2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე გადატანილი საქონლის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე–61-ე მუხლების დებულებები.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილი არ ვრცელდება იმ საქონელზე, რომლის გატანა თავისუფალი ზონიდან ხდება საზღვაო ან საჰაერო გზით მის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენების გარეშე.

4. თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანა განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/160.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/162.md
