---
title: "მუხლი 168. საქონლის გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/168"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "168"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 168. საქონლის გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 168 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/168

1. საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით უცხოური საქონელი შეიძლება გადაცემულ იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში, რისთვისაც საქონლის მფლობელი საბაჟო ორგანოს წარუდგენს საქონლის მესაკუთრესთან შეთანხმებულ წერილობით შუამდგომლობას ან განცხადებას, თუ საქონლის მესაკუთრე თავად ახდენს საქონლის გადაცემას სახელმწიფო საკუთრებაში.

2. საქონლის გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში ხდება იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე, საქონლის მფლობელის ხარჯით.

3. სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
კარი VI
საქონელი, რომელიც გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან
თავი XXIV
საქონელი, რომელიც გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/167.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/169.md
